logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“: 2021 წლის პირველ 6 თვეში, სატვირთო გადაზიდვებში, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
- +

20 ივლისი. 2021. 13:42

 

 

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

 

იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა, ბოლო 11 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია.

 

„საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად მუშაობს ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე. ჯამურად, საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა, საანგარიშო პერიოდში, 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი. სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკის შედეგად, კომპანიის შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner