logo_geo
eng_logo
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო
- +

20 ივლისი. 2021. 13:45

 

 

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ზებგერითი რაკეტა „ცირკონი“ პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევი იარაღია.

 

„მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთის ახალი ზებგერითი რაკეტები პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევია და მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რადგან მათი ბირთვული ქობინებით აღჭურვა შეიძლება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ, პირიქით, მხოლოდ არაბირთვულ ზებგერით პოტენციალს ავითარებს.

 

19 ივლისს რუსულმა ფრეგატმა „ადმირალ გორშკოვმა“ ზებგერითი საკრუიზო რაკეტა „ცირკონის“ წარმატებითი გასროლა განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner