თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ერდოღანის მომხრეები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მოსახლეობის ნაწილი კი ქვეყანაში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია. ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნის დაზარალებული ტურიზმი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.