ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბავშვების დასაცავად, ერთადერთი პრევენციული მექანიზმი ოჯახის წევრების ვაქცინაცია და მათი მხრიდან, კოვიდრეგულაციების დაცვაა.
„მოზარდებთან დაკავშირებით, მთავარი რეგულაცია, დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულნი. ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი დაცვა ესაა. „დელტა“ შტამის ცირკულაცია იზრდება და ამას ყველა ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, მძიმე დიაგნოზით იყვნენ და ძალიან ცუდი გამოსავალი დადგა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, უკიდურესად სამწუხარო ფაქტია. გამოსავალია ოჯახის წევრების ვაქცინაცია. სხვა მხრივ, მოზარდისა და, მით უმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი არ არის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.