logo_geo
eng_logo
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორების მიღება განახლდა
- +

20 ივლისი. 2021. 16:34

 

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ბილიკები ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს.

 

დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის, ვიზიტორთა გადაადგილება უსაფრთხოდ და თავისუფლადაა შესაძლებელი ოთხივე ტურისტულ ბილიკზე, მათ შორის - „როჭოს ჩანჩქერისა“ და „შავი კლდეების ტბის“ მიმართულებით.

 

შეგახსენებთ, რომ 5 და 7 ივლისს სტიქიამ დაცულ ტერიტორიებზე ხეები წააქცია და ბილიკები ჩახერგა, რის გამოც, ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორთა გადაადგილება დროებით შეაჩერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner