logo_geo
eng_logo
ჟან კასტექსი: კორონავირუსის მეოთხე ტალღის ფონზე, ქვეყანას წინ რთული პერიოდი ელოდება
- +

20 ივლისი. 2021. 17:36

 

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის ფონზე, ქვეყანას წინ რთული პერიოდი ელოდება.

 

„ჩვენს ქვეყანას რთული დრო ელის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა უმრავლესობის დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ძალისხმევის გააქტიურება მოითხოვა, ვინაიდან ვირუსი სწრაფად ვითარდება.

 

19 ივლისს საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო.

 

გაბრიელ ატალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთში ამ ტიპის ზრდა პანდემიის დაწყებიდან არ დაფიქსირებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner