„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს,“ - ასეთ პროგნოზს უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე აკეთებს.
მიქანაძის შეფასებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ თბილისს კახა კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია.
„ის არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ორიენტირებულია ისეთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ქალაქში ჩამოსული სტუმრის კომფორტზე იქნება მორგებული.
მისი მერობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი - გამწვანების პროექტებით დაწყებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული. ეს ქალაქის ნებისმიერი მცხოვრებლისთვის და სტუმრისთვის შეუიარაღებელი თვალით კარგად დასანახია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ თბილისს ასეთი მერი არ ჰყოლია", - აცხადებს გივი მიქანაძე.