logo_geo
eng_logo
კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში, სკვერი მოეწყობა
- +

20 ივლისი. 2021. 17:39

 

 

კასპს მალე კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი  სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

 

პროექტი ითვალისწინებს 2091.8 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცის მოწყობას, სადაც განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები.

 

„მწვანე  და გასართობი სივრცე აუცილებელია როგორც ქალაქისთვის, ისე სოფლისთვის. წელს ფინანსებიდან გამომდინარე დავგეგმეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და  თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებსა და სოფლებში გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner