logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: სხდომის ჩაშლა არის მკაფიო პასუხი იმაზე, ოპოზიციას საერთოდ აინტერესებს თუ არა გომელაურისთვის შეკითხვების დასმა და პასუხების მოსმენა
- +

20 ივლისი. 2021. 19:00

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად იყო მისული, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზში უნიჭო, მდაბიო სპექტაკლი დადგა და სხდომა ჩაშალა.

 

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, სხდომის ჩაშლა არის მკაფიო პასუხი იმაზე, ოპოზიციას საერთოდ აინტერესებს თუ არა კითხვების დასმა და პასუხების მოსმენა.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულება აქვს და სწორედ ამიტომ იყო მოსული. პარლამენტი ხომ მხოლოდ დეპუტატების არ არის? – აქ იმისთვის მოდიან, რომ საზოგადოების კითხვებს პასუხები გასცენ. როცა ამის საშუალებას რადიკალურად და დესტრუქციულად განწყობილი დეპუტატების ჯგუფი არ გაძლევს, მაშინ წარმოუდგენელია სხდომის ჩატარება, რასაც თავისი წესები აქვს. ისევე, როგორც თავისი წესები აქვს, პროტესტის გამოხატვას. ვახტანგ გომელაური პარლამენტში იყო და მისთვის ზუსტად იმ კითხვების დასმა გვსურდა, რაც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner