logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში რატი ბრეგაძე იქნება
- +

22 ივლისი. 2016. 00:55


სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში, საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსის მოადგილე რატი ბრეგაძე იქნება.



33 წლის რატი ბრეგაძე წარსულში (2012 - 2015 წწ) , საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო. ბრეგაძე არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტშიც.


„რეპორტიორი“ შეეცადა რატი ბრეგაძესთან ინფორმაციის გადამოწმებას, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „ სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე  ვერ დავადასტურებ, თუმცა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან და ნებისმიერ შემთხვევაში ვიმოქმედებ გუნდის ინტერესების შესაბამისად!“




„რეპორტიორი“ გთავაზობთ რატი ბრეგაძის ბიოგრაფიას.

 

განათლება 

ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, დოქტორანტურა 2008 – 2011წწ.

მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი (Dr.iur);

ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრატურა 2006-2007წწ.

მინიჭებული ხარისხი: სამართლის მაგისტრი (LL.M.);

ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი,

სამეცნიერო მივლინება -2005-2006წწ;

ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების  ფაკულტეტი,

სასწავლო მივლინება, ზაფხულის სემესტრი – 2003წ;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი – 2000–2005წწ;

მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).

სამუშაო გამოცდილება 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე –  სექტ/ 2015 – დღემდე;

სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტი –  მოწვეული პროფესორი. სექტ / 2015 – დღემდე;

კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა

ასოცირებული პროფესორი –  სექტ / 2015 – დღემდე (3 თვე);

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

ცენტრის უფროსი –  დეკ / 2012 – დეკ /2013;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

მინისტრის მოადგილე –  ნოე / 2012 -სექტ / 2015;

კავკასიის უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი – თებ / 2012 – სექტ / 2015;

იურიდიული  კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (მკდ)

იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი ნოე/2011- ნოე/2012წ.

ენები 

ქართული (მშობლიური), გერმანული (ძალიან კარგი), ინგლისური (კარგი), რუსული (ძალიან კარგი).

პუბლიკაციები

 

ინგო ფონ მიუნხი. კოალიციური მთავრობების სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემები. თარგმანი გერმანულიდან. გამომცემლობა სამართალი. თბილისი 2009;

ევროპის კავშირში გაწევრიანების სამართლებრივი ასპექტები (ქართული სამართლის მიმოხილვა) 11. N1. 2008 გვ. 123-169;

 

მატერიალური სუპრანაციონალიზმი ევროპის სამართალში (ქართული სამართლის მიმოხილვა) 2005;

ევროპის გაერთიანებიდან ევროპის კავშირამდე „ადამიანი და კონსტიტუცია“ N. 2005 გვ. 30-35;

 

საზოგადოებრივპოლიტიკური საქმიანობა 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სკოლის ხელმძღვანელი – 2012წ.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი

წევრი – 2012წ;

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ სამართლის თემატური ჯგუფის წევრი –

2012წ;

კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტთა ჰამბურგის ორგანიზაციის ხელმძღვანელი –

2009-2011წწ;

გერმანიის ქრისტიან – დემოკრატ სტუდენტთა ჰამბურგის ორგანიზაციის გამგეობის წევრი –

2009-2011 წწ;

კავკასიის იურისტ-სტუდენტთა კავშირი, გამგეობის წევრი – 2003-2005 წწ;

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტის სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე -2003-2005წწ;

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული

ფაკულტეტის სტუდენტური საბჭოს წევრი – 2002-2003წწ.

დამატებითი ინფორმაცია 

საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურისა და კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner