logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უნდა გავითავისოთ თამაშის ის წესები, რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა დაწესებული და უკვე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მისმა წევრებმა
- +

20 ივლისი. 2021. 19:05

 

 

„თამაშის ის წესები, რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა დაწესებული, ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს პროცესი დასრულებული არ არის, უკვე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ევროკავშირის წევრებმა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სადაც კი შესაძლებელია, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობა, რის საშუალებას იძლევა ასოცირების შეთანხმება, იქითკენ უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენც.

 

„ასოცირება მხოლოდ ჩვენ სურვილად და დეკლარაციად არ უნდა დარჩეს. მას სჭირდება სჭირდება თარგმნა პრაქტიკულ განზომილებაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვსურს საქართველო უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპულ პროგრამებსა და სააგენტოებში. ფიზიკურად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ასოცირება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირთან საერთო ფასეულობები და ღირებულებები გვაქვს. თამაშის ის წესები, რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა დაწესებული, ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს პროცესი დასრულებული არ არის, უკვე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ევროკავშირის წევრებმა. სადაც კი შესაძლებელია, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობა, რის საშუალებას იძლევა ასოცირების შეთანხმება, იქითკენ უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენ. თუნდაც, კულტურისა და განათლების მიმართულებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner