logo_geo
eng_logo
მედია: დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
- +

20 ივლისი. 2021. 19:58

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Rolling Stone-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა Rolling Stone-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში, დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, სამ ადამიანს განუცხადა, რომ 2024 წელს კენჭის ყრას აპირებს.

 

25 ივნისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას არც თუ ისე შორეულ მომავალში გააკეთებს.

 

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

 

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner