ქუთაისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
მას არ დასჭირვებია ქირურგიული ჩარევა, ამ დროისთვის პაციენტი რჩება ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ქუთაისი- სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა ქართველი მორაგბე, ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი (მეკო).