logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი მდიდრული ქორწილისთვის ემზადება
- +

22 ივლისი. 2016. 01:15


დიდი ბრიტანეთი ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შეუღლების შემდეგ, მორიგი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.


ამჯერად მაიკლ და კეროლ მიდლტონები უმცროს ქალიშვილს 32 წლის პიპა მიდლტონს ათხოვებენ. კემბრიჯის ჰერცოგინიას და 40 წლის ბრიტანელ მილიონერ ჯეიმს მეტიუსზე ქორწინდება. სასიძო საინვესტიციო კომპანია Eden Rock Capital Management-ის მფლობელია. როგორც შეძლებული ოჯახის შვილმა, ჯეიმსმაც სწორედ ის იტონის კოლეჯი დაამთავრა, სადაც თავის დროზე პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი სწავლობდნენ.


პიპა და ჯეიმსი 2012 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. მილიონერმა ბიზნესმენმა ტრადიციების დაცვით საპატარძლოს ხელი მის მშობლებს სთხოვა.

წყვილის ნიშნობა ვიწრო წრეში კამბრიას საგრაფოში აღინიშნა. მდიდრული ქორწილი კი 2017 წელს გაიმართება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner