logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ არხებზე: როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, განვაახლებთ ურთიერთობას
- +

20 ივლისი. 2021. 23:58

 

 

„როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

 

„ჩვენ დღეს ვართ ისეთ რეჟიმში, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ გვინდა იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ პროტესტში ჩართეს ჭუტამ, გვარამიამ და ნოდარ მელაძემ, მაგრამ აქედანვე შემიძლია დღესვე გითხრათ, როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განვაახლებთ მათთან კითხვა პასუხს. როგორც კი პარტიული რეჟიმიდან გადავლენ პარტიული ტელევიზიის რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი დაპირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner