„გია ვოლსკის რეაქცია ადეკვატური იყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ მოიქცა დღეს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან უხეშად და რატომ წაართვა მან ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო.
„როდესაც კონკრეტული ტელევიზიები პარტიული ტელევიზიის რეჟიმიდან პარტიულ რეჟიმზე გადადიან, ეს რეაქცია არის რელევანტური და ადეკვატური.
მოთავენი არიან ისინი პარტიული ტელევიზიიდან გადავიდნენ პარტიულ რეჟიმზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქცია იქნება ასეთი, ჩვენ ვხედავთ პროტესტის ამორალურ ფორმას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.