“კახი კალაძემ იცის შრომის ფასი, მან ზუსტად იცის როგორ მიიღება შედეგი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„გვახსოვს, ის მერი რომ იყო, 50 მილიონი რომ მოჰპარა დედაქალაქს და დაუმტკიცდა, ის რომ წინასაარჩევნოდ პურის მცხობელი იყო ან მეხანძრე. მაგრამ მე მახსოვს კახი კალაძე ღამის 2-3 საათზე გადიოდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს თავზე ედგა. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა, იმიტომ რომ მან იცის შრომის ფასი, მან ზუსტად იცის როგორ მიიღება შედეგი და ამიტომაც დედაქალაქი მას კვლავ აირჩევს, იმიტომ კახი არის უალტერნატივო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვამბობდი, რომ კახი არის უალტერნატივო და ზუსტად არის მორგებული დედაქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობაც სწორედ ამ აქცენტებზე გააკეთებს ყურადღებას ისევ ავირჩევთ 4 წლით“, - განაცხადა ზარქუამ.