“კახა კალაძე არის ის მერი, რომელმაც საქმით დაგვანახა იმ დანაპირების აღსრულება, რასაც თბილისელებს 4 წლის წინ დაჰპირდა”, - ამის შესახებ მაია ბითაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. უმრავლესობის წევრი კალაძის 2017 წლის წინასაარჩევნო პროგრამას მაღალ შეფასებას აძლევს.
„ეს არ იყო ქაოსურად გაბნეული, დაუგეგმავი პროგრამა და სწორედ ამიტომ შესრულდა. შესრულდა კალაძის მენეჯერული თვისებების, მისი უნარების გამო, რომ სწორი გადაწყვეტები მოეძებნა კრიტიკული საკითხებისთვის, როგორიც არის მაგალითად ტრანსპორტის, დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები“, - განაცხადა ბითაძემ.