logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: 5 ივლისი გამოიყენეს როგორც ერთგვარი საბაბი და მედია აქციეს პირდაპირ პოლიტიკურ მხარედ
- +

21 ივლისი. 2021. 02:16

 

 

“ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა რაღაცებზე შეთანხმება, რის იქითაც არც პოლიტიკური ჯგუფები და არც საზოგადოება გადააბიჯებს”, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

„ამიტომ რა თქმა უნდა სწორია დეპოლარიზაცია. აქამდე გვქონდა ძალიან რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის დღის წესრიგიც იყო - რაც მეტი ცუდი მოხდება ქვეყანაში, მით უკეთესი მათი ინტერესებისთვის. მათ ჰქონდათ თავისი მედია. ეს მედია პოლიტიკურ ჯგუფს ექვემდებარებოდა თუ არა, იყო აღიარებული მედია. 5 ივლისი საშინელება იყო, მართლა ყოვლად მიუღებელი ჩემთვის, მაგრამ 5 ივლისის შემდეგ პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ არ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას შეძლებენ. 5 ივლისი გამოიყენეს როგორც ერთგვარი საბაბი და მედია აქციეს პირდაპირ პოლიტიკურ მხარედ. გამოვიდნენ მედიის წარმომადგენლები და თქვეს: „ჩვენ აღარ ვართ მედია, უარს ვამბობთ ამ როლზე, ჩვენ ვართ პოლიტიკური აქტორები, რომლებიც შევცვლით ხელისუფლებას“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner