“ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა რაღაცებზე შეთანხმება, რის იქითაც არც პოლიტიკური ჯგუფები და არც საზოგადოება გადააბიჯებს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ამიტომ რა თქმა უნდა სწორია დეპოლარიზაცია. აქამდე გვქონდა ძალიან რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის დღის წესრიგიც იყო - რაც მეტი ცუდი მოხდება ქვეყანაში, მით უკეთესი მათი ინტერესებისთვის. მათ ჰქონდათ თავისი მედია. ეს მედია პოლიტიკურ ჯგუფს ექვემდებარებოდა თუ არა, იყო აღიარებული მედია. 5 ივლისი საშინელება იყო, მართლა ყოვლად მიუღებელი ჩემთვის, მაგრამ 5 ივლისის შემდეგ პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ არ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას შეძლებენ. 5 ივლისი გამოიყენეს როგორც ერთგვარი საბაბი და მედია აქციეს პირდაპირ პოლიტიკურ მხარედ. გამოვიდნენ მედიის წარმომადგენლები და თქვეს: „ჩვენ აღარ ვართ მედია, უარს ვამბობთ ამ როლზე, ჩვენ ვართ პოლიტიკური აქტორები, რომლებიც შევცვლით ხელისუფლებას“, - განაცხადა დავითულიანმა.