logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: კახის პიარი არაფერში სჭირდება - საქართველო კი არა, მსოფლიო იცნობს
- +

21 ივლისი. 2021. 02:37

 

 

“კახის პიარი არაფერში სჭირდება - საქართველო კი არა, მსოფლიო იცნობს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედის ფაქტორში“ კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა.

 

“აქ თემა არის ის, რომ ჩართულობას უზრუნველყოფს. რასაც აკეთებს, რა ინიციატივითაც გამოდის, ამას თავის მხარდამჭერებს, დედაქალაქის მცხოვრებლებს უზიარებს. ესაა მთავარი. გახსოვთ, ავტობუსის ფერიც კი გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა. ანუ, ერთის მხრივ ჩინოვნიკის დამოკიდებულება მოსახლეობასთან სხვა დონეზე აიყვანა. ადრე იყო, რომ გადაწყვეტილება კაბინეტში მიიღებოდა და მორჩა! ყველა თემას უთანხმებს, თუ როგორ დაიხაზოს ბილიკი და სად, როგორ განვითარდეს, ამასაც ათანხმებს. ამან თავისი შედეგები მოიტანა და ამიტომ არის ის დღეს უალტერნატივო ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში“, - დასძინა ზარქუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner