logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პარტნიორებს ვთხოვთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი, რათა ყველამ დააფიქსიროს სიმართლე
- +

21 ივლისი. 2021. 03:01

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ 43%-ის დაძლევა სავსებად რეალისტურია”, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის გამოწვევა და ამის ნიშნები ჩანს.

 

„მათ შორის, ჩვენ უკვე გვქონდა ცესკო-ს წევრების და თავმჯდომარის არჩევის პირველი მცდელობა. იცით, რომ ახლა 2/3-ია საჭირო, რისი მიღწევაც ვერ მოხერხდა და თუ შერჩევის პროცესს დააკვირდით, მგონი, ხელის გულზე დევს ის, რომ არაკეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შეკითხვაზე, რა კეთდება იმისთვის, რომ მათ შორის, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში 3 ოქტომბერს ახალი  ექვსთვიანი პროცესი არ დაიწყოს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ შორის, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, სადაც დეპოლარიზაციაა მიზანი.

 

„პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ამაზე ხელი არ აქვს მოწერილი. აი, ეს არის ფაქტი და დეპოლარიზაცია რთულია. საჭიროა მეტი ზეწოლა მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბერკეტი არის საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსით არის შექმნილი და მეორე, დამკვირვებლები.

 

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი, რომ ყველამ დააფიქსიროს სიმართლე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner