ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მანჩო გიორგობიანის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გადაცემიდან გამოვედი ეს წუთია და რაღაცნაირი მძიმე სიჩუმე დამხვდა ფეისბუკზე... ის უკვე აქაა და იმან უკვე იცისო... ახლობლები ძალიან ფრთხილობენ, თითქმის არც აქტიურობენ, თითქმის არც იმჩნევენ... მხოლოდ უცხოებს არ ენანებათ ბევრი ლაიქები და ბევრი სტიკერები... მაიმუნური, დებილური მტირალა სტიკერები... არავის გეწყინოთ, მაგრამ რა ჯანდაბა გაწერინებთ ამხელა ტრაგედიის დროს ამ მასხარა სტიკერებს? ლაპარაკი და წერა დაავიწყდა ყველას? დედას როგორ უნდა დაუდო შვილის სამძიმარზე - ძაღლი რომ ტირის და ან მაიმუნი რომ ყვავილებს აფრქვევს" - წერს რაზმაძე.