Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 073-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 368 179 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.