„რუსეთი, ამ ეტაპზე, აუცილებლად არ მიიჩნევს, უპასუხოს საქართველოს და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე შეერთებას", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ყირიმის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ „შეიძლება მხოლოდ წუხილი გამოიწვიოს". ამასთან, პუშკოვმა დასძინა, რომ ეს სანქციები ნახევარკუნძულის ფუნქციონირებაზე პრაქტიკულად ვერ აისახება.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების გახანგრძლივებას ასევე შეუერთდნენ - მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და უკრაინა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს სანქციების შესრულების თაობაზე.
სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.