logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი: უნგრეთში, ბავშვების სექსუალური პროპაგანდისგან დაცვის საკითხზე, რეფერენდუმი გაიმართება
- +

21 ივლისი. 2021. 14:31

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბავშვების სექსუალური პროპაგანდისგან დაცვის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელმა აშკარად შეუტია უნგრეთს ბავშვთა დაცვის კანონის გამო. უნგრეთის კანონმდებლობა არ უშვებს სექსუალურ პროპაგანდას საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტელევიზიასა და რეკლამებში. როდესაც ჩვენს სამშობლოზე ზეწოლა ამდენად დიდია, მაშინ მხოლოდ ხალხის ნებას შეუძლია უნგრეთის დაცვა“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

 

ვიქტორ ორბანის განმარტებით, რეფერენდუმი ისეთ კითხვებს მოიცავს, როგორიცაა „უნდა გაეცნონ თუ არა მცირეწლოვანი ბავშვები ისეთ კონტენტს, რომელიც გავლენას ახდენს მათ სექსუალობაზე“ ან „უნდა გაეცნონ თუ არა მცირეწლოვანი ბავშვები მედიის ისეთ კონტენტს, რომელიც სქესის შეცვლას აჩვენებს“.

 

შეგახსენებთ, 15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში აიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.

 

7 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკან არ დაიხევს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner