logo_geo
eng_logo
„გოგო მამას გადაეფარა” – რას ჰყვებიან ოჯახის ახლობლები მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე
- +

21 ივლისი. 2021. 15:04

 

მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ, რა დროსაც 29 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლები გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ჰყვებიან.

 

“11-12 საათი იქნებოდა, ელჩინი მოვიდა, ყოფილ მეუღლეს დაუძახა, ეზოში გამოიყვანა, ხმაურზე გოგოს მამაც გამოვიდა. რის შემდეგაც ელჩინმა ჯერ მამას ესროლა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს, გოგომ მამის დაცვა სცადა და გადაეფარა. 3 შვილი ჰყავთ, ერთმანეთთან რა პრობლემა ჰქონდათ არ ვიცი. მე სროლის ხმა გავიგე და მაგაზე მოვედი, აქ უკვე დაჭრილები იყვნენ,”- აცხადებს პილიევების ოჯახის ახლობელი

 

ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს იარაღი ახალი ნაყიდი ჰქონდა.

 

“გუშინ იყიდა იარაღი და ხომ ხედავთ, ყოფილი მეუღლე და მამამისი მოკლა, დაჭრა ქალის დედა და ძმა, ალბათ დასჯა უნდოდა. შეიძლება ნასვამიც იყო და სიმწრისგან მამასაც ესროლა. სანამ სასწრაფო მოვიდა დაჭრილები კლინიკაში საკუთარი მანქანით გადაიყვანეს, ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან,” – ამბობს ოჯახის ახლობელი ბაირამ ახმედოვი.

 

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner