logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მე არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა და საერთოდ ის ატმოსფერო, რომლის დამკვიდრებას ზოგიერთი დეპუტატი ცდილობს
- +

21 ივლისი. 2021. 16:40

 

„მე არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა და საერთოდ ის ატმოსფერო, რომლის დამკვიდრებას ზოგიერთი დეპუტატი ცდილობს,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეთიკის საბჭოში ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე საჩივრის წარდგენას.

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სწორედ ის პერფორმანსებია აგრესიული, რომელსაც ოპოზიცია წარმოადგენს და საზოგადოება ამით დაიღალა.

 

„თუკი, ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც დაიღალა ამდენი აგრესიის ყურებით. აგრესია ზღვარგადასული მათ შორის, ასეთი კონკრეტული მოქმედებებით, რომელსაც რატომღაც პერფორმანსი ეწოდება, არის ის, რაც პარლამენტს ახასიათებს დღეს და არავინ ყურადღებას არ აქცევს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თუ ის კანონი თუ კანონის პროექტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner