იუნესკომ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ამის შესახებ Reuter წერს.
გაეროს კულტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.
ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა.
ჩინეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, იუნესკომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ლივერპული საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციის სიიდან უნდა ამოიღოს. ლივერპულის მერის ჯოან ანდერსონის განცხადებით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და ხელისუფლებასთან ერთად ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე იმუშავებს.