logo_geo
eng_logo
რონალდუმ „ევრო 2016“-ის ჩემპიონატზე მიღებული მთლიანი ჰონორარი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა
- +

22 ივლისი. 2016. 10:42


პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის „რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ევრო 2016"-ის ჩემპიონატზე მიღებული მთლიანი ჰონორარი - 275 ათასი ევრო - სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.


31 წლის ფეხბურთელს ქველმოქმედებაში სპორტსმენებს შორის ყველაზე დიდი თანხა აქვს გაღებული - ჯამში, 10 მილიონი ევრო.


 „ევრო 2016"-ის ფინალურ შეხვედრაზე პორტუგალიამ მასპინძელი საფრანგეთი 1:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. თავად კრიშტიანუ რონალდუმ მატჩის 25-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.


რონალდუს 2-ჯერ აქვს მოგებული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2007-2008 და 2013-2014 წლებში) და 3-ჯერ „ოქროს ბურთი"  (2008, 2013 წ, 2014 წლებში).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner