logo_geo
eng_logo
იუნესკომ ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამოიღო
- +

21 ივლისი. 2021. 17:56

 

იუნესკომ ინგლისის ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან ამოიღო.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ახალმა შენობებმა ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურებს მომხიბვლელობა დაუკარგა.

 

ჩინეთში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, იუნესკო-მ განაცხადა, რომ ლივერპულის ახალი შენობები ძირს უთხრის ქალაქის „აუთენტურობასა და მთლიანობას".

 

ლივერპულის მერმა, ჯოან ანდერსონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების შესახებ „გაუგებარია”.

 

ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა. ის მესამე ძეგლია, რომელიც იუნესკომ ნუსხიდან ამოიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner