„მუდმივად იმ სავარძლების გაყოფას ცდილობენ, რომლის მანდატსაც ქართველი ამომრჩეველი არასდროს აძლევს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციური ძალების ფსევდოერთობებს, საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი - ოპოზიციის შიგნით განხეთქილებით და ურთიერთდაპირისპირებით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.