„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს დეპოლარიზაცია, მათ არ აინტერესებთ პოლიტიკის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა და მათ არ აინტერესებთ ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ნათელია, რომ მათი მიზანი მომავალ არჩევნებზეც იქნება სიტუაციის ყველანაირად არევა და ქაოსის შემოტანა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეთანხმებას ამ დრომდე არ უერთდებიან საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.