logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის მმართველობამდე სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი
- +

21 ივლისი. 2021. 18:22

 

„კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით,“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისის თქმით, რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია.

 

„ხშირად მითქვამს, რომ რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია. არაერთგვაროვანი შეფასება არ არის იმის მაჩვენებელი, რამდენად სწორი ან არასწორია ესა თუ ის რეფორმა. რეფორმები რომ გასატარებელია, ამას სულ სხვა კრიტერიუმები და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს. შესაბამისად, ჩვენ ახალია არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რაც არ არის აპრობირებული და გამოცდილი მსოფლიოს განვითარებულ ქალაქებში. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ გასული წლების განმავლობაში, კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner