„არჩევნების მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარება მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არ არის, ეს საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი,“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქე ამ საკითხს ასე უნდა უყურებდეს. რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია და ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაც და ქალაქიც განვითარებას და გამარჯვებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.