თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ჰოსპიტალიზაცია ინფიცირების პირველივე დღეებში ძალიან მოთხოვნადი გახდა, რაც არ არის საჭირო.
„ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი წამოიწია, ბავშვებიც არიან, მაგრამ ვიცით, რომ ყველასთან ეს დაავადება არ მძიმდება და უნდა ვენდოთ ჩვენი ოჯახის ექიმებს. ინფიცირების პირველ დღეებში ჰოსპიტალიზაცია ძალიან მოთხოვნადი გახდა და არ არის ეს საჭირო. თუ 6-7 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა და სუნთქვის უკმარისობა გამოვლინდა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პაციენტი სტაციონარში მოსათავსებელი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.