“ყველას ჩვენი საქმიანობის სივრცე გვაქვს და ყველა თავს ვიყრით დედაქალაქში. ჩვენ გვაქვს ჩვენი საყოფაცხოვრებო შემხებლობა იმ შედეგებთან, რომლებსაც ქალაქის ხელმძღვანელობა აღწევს. მე როგორც ამ ქალაქის მცხოვრები ვეხები შედეგებს, მაგალითად მზიური. მზიური განადგურებული იყო, და ახლა ერთ-ერთი კულტურული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული ზონაა თბილისში. მე როგორ მშობელი ვეხები უამრავ განახლებულ სახელოვნებო სასწავლებლებს, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებს, და როგორც კულტურის სფეროთი დაინტერესებული ადამიანი ვეხები უამრავ მუზეუმებს და შემიძლია ჩამოვთვალო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი”, - ამის შესახებ გადაცემა “დედაქალაქში” ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
„ჩემი თაობა გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში. გამოვიარეთ უამრავი ხელმძღვანელობა, უამრავი ქალაქის მერი, მაგრამ იმ გაკეთებული საქმეების მასშტაბი, რასაც დღეს ვუყურებ, ჩემთვის უპრეცედენტოა. პიროვნულად ბატონი კალაძე პიროვნულად მიმღებლურია პრეტენზიებისადმი, მზარდია ამ მიმართულებით. კულტურასთან ერთად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არის დაუსრულებელი მშენებლობები. ეს პრობლემა გადმოეცა კალაძეს წინა მერიისგან და წინა მერიას წინა ხელისუფლებისგან. კალაძის მერიამ მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა დღემდე ვერავინ. შეიქმნა დაუსრულებელი მშენებლობების კომისია. ათასობით ადამიანი ქონებას იბრუნებს, შეიქმნა კანონმდებლობა და ეს იქნება პრევენცია, რომ ეს მომავალშიც აღარ მოხდეს. მე წარმოვადგენ 350 ოჯახს, რომელიც ერთ-ერთ დაუსრულებელ მშენებლობაზე ელოდება ბინებს. მინდა გავიხსენო კახი ხალაძის ეპოქალური სიტყვები, რომ თბილისს მალე აღარ ეყოლებოდა დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულები. ეს ყველაფერი გააკეთა კახა კალაძისა და მისი გუნდის ნებამ“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.