logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გაიხარე "სტრატეგიავ", ჯიგარი ხარ, ამ სიცხეში ასე თუ ვინმე გამაცინებდა, ნამდვილად არ მეგონა
- +

22 ივლისი. 2021. 01:45

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

“გიორგი ვაშაძე - მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე

გეუბნებით ცირკია ეს ბიჭი რაა.

"მესამე ძალაო", "ძალაო"...

"ძლიერი კანდიდატიო".

გაიხარე "სტრატეგიავ", ჯიგარი ხარ. ამ სიცხეში ასე თუ ვინმე გამაცინებდა, ნამდვილად არ მეგონა.

ისე რა მაგის პასუხია და საკუთარ თავს ხომ არ გულისხმობს იმ "ძლიერ კანდიდატში" ჰაა?

უ შე ეშმაკუნა, შენა”,  -წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner