logo_geo
eng_logo
ბექა წივწივაძე: ვინანიებ ჩემს საქციელს!
- +

22 ივლისი. 2016. 10:50


 

კალათბურთელი ბექა წივწივაძე ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. იგი ადასტურებს ნარკოტიკული საშუალება ჰაშიშის მოხმარებას და გულშემატკივრებსა და ოჯახს ბოდიშს უხდის.


 

ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრავმ, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე .. ჰაშიში... ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბექა წივწივაძემ.

 

კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.


ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში აღმოაჩნდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner