საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.