logo_geo
eng_logo
არგენტინაში, პასპორტებში სქესი აღარ ჩაიწერება
- +

22 ივლისი. 2021. 11:38

 

 

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც პირადობის გენდერულად ნეიტრალური მოწმობების გამოშვებას ითვალისწინებს. ამრიგად, ქვეყანა ლათინურ ამერიკაში პირველი იქნება, ვინც დოკუმენტებში სქესს აღარ ჩაწერს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა La Nacion ავრცელებს.

 

„არგენტინა ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ასეთი ინიციატივა აამოქმედა. მისი მიზანია, უზრუნველყოს ადამიანების გენდერული იდენტურობის უფლება მათ შემთხვევაში, ვინც თავს არც მამაკაცად და არც ქალად აღიქვამს. ეს არიან არაბინარული, ინტერსექს და ტრანსგენდერი ადამიანი", - აღნიშნავს გამოცემა.

 

განკარგულების ხელმოწერისას, ფერნანდესმა პირადად გასცა პირველი სამი დოკუმენტი, სადაც სქესი მითითებული არ იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner