logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ „შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა“
- +

22 ივლისი. 2021. 12:18

 

 

„გახსოვთ, ალბათ, რა ამბები ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას და მათ პარტიულ ტელევიზიებს, 19-20 ივნისის მოვლენების შეფასებებისას, როგორი გააფრთებით აკრიტიკებდნენ პოლიციის ქმედებებს და რაც მთავარია, სიტყვას არ ძრავდნენ იმ შესახებ, რომ რეალურად იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ხელყოფის მცდელობა რადიკალებების მიერ“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ „შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა.“

 

„გახსოვთ, ალბათ, რა ამბები ჰქონდა ატეხილი ოპოზიციას და მათ პარტიულ ტელევიზიებს, 19-20 ივნისის მოვლენების შეფასებებისას, როგორი გააფრთებით აკრიტიკებდნენ პოლიციის ქმედებებს და რაც მთავარია, სიტყვას არ ძრავდნენ იმ შესახებ, რომ რეალურად იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ხელყოფის მცდელობა რადიკალებების მიერ... როგორც ჩანს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად უყურებს და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ „შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner