logo_geo
eng_logo
ზუგდიდში დასაქმების ფორუმი იმართება
- +

22 ივლისი. 2021. 12:54

 

 

ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესკომპანიას, შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე თავისუფალი ადგილი აქვს წარმოდგენილი.

 

ვაკანტური ადგილები ძირითადად მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდანაა. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა აქვთ, ფორუმის მსვლელობისას სასურველი ვაკანსიის თაობაზე სრული ინფორმაცია უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მიიღონ და თავადაც წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. დამსაქმებლები კი, მოთხოვნების შესაბამისად სასურველ კანდიდატებს შეარჩევენ. დასაქმების ფორუმი ერთდღიანია, ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით დადიანების სასახლის ეზოში დილიდან მიმდინარეობს.

 

ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner