logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით
- +

22 ივლისი. 2021. 14:10

 

 

„მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით,“ - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

 

„მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არც ერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის შექმნილი არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და სრულიად წარმოუდგენელ ციფრს თუ გავიხსენებთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გვექნება. დღეისთვის 1400 საწოლია თავისუფალი. უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში საწოლები პაციენტებისთვის მოიძებნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner