logo_geo
eng_logo
რიზეს და ართვინის რაიონებში წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი
- +

22 ივლისი. 2021. 14:17

 

 

რიზეს და ართვინის რაიონებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. წყალდიდობის შედეგად ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწები და გზები დაზიანდა.

 

ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც გზების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. რიზეს რაიონში მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს და ორი სოფლის ევაკუაცია განახორციელეს.

 

ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ორ ადამიანს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქ ვიწეს რაიონიც. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას 23 ივლისამდე ელოდებიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner