logo_geo
eng_logo
რა აკავშირებს პუტინის რეჟიმს ტერორისტებთან და რატომ მასპინძლობს კრემლი მათ მოსკოვში
- +

22 ივლისი. 2021. 15:03

 

 

სანამ პუტინი ქვეყნის შიგნით ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს „ექსტრემისტებად“ რაცხავს, კრემლი „თალიბანის“ დელეგაციას მოსკოვში გულთბილად მასპინძლობს. მნიშვნელოვანია, რომ „თალიბანი,“ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რუსეთში კანონმდებლობით აკრძალულია. ამის მიუხედავად, „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოსკოვში შეხვედრებიც გამართეს და 8 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა რუსეთსა და მის პარტნიორებს ცენტრალურ აზიაში არ ემუქრება. „თალიბანის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში დელეგაცია რუსეთის დასამშვიდებლად ჩავიდა. ტერორისტები კრემლს დაჰპირდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავღანეთის ტერიტორიის გამოყენების უფლებას არავის მისცემენ.

 

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) დანაყოფი – 29155 გასულ წელს ტერორისტულ დაჯგუფება „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციურ ძალებზე თავდასხმისთვის საიდუმლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდა. „თალიბანმა“ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა და დღემდე აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. რუსეთის სახელმწიფო კი ეშმაკთან გარიგების დადებით არის დაკავებული. თუმცა, რა გასაკვირია ასეთი ქმედება პუტინის იმპერიისგან, რომელმაც სირიაში ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში „აჯობა.“

 

 

 

რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია „თალიბანის“ წარმომადგენლები მოსკოვის ფეშენებელურ სასტუმროებში დროს კარგად ატარებენ. სამაგიეროდ, კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია „ექსტრემისტულად“ არის გამოცხადებული და მასთან თანამშრომლობა რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია. 4 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ანტი-FBK კანონს ხელი მოაწერა და იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც „ექსტერმისტულ“ ორგანიზაციებთან ასეთად გამოცხადებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა ხუთი წლით აუკრძალა.

 

რუსული დამოუკიდებელი მედიარესურსი – „მედუზა“ აღნიშნავს, რომ კრემლში „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებში ჩართულობას ისე განმარტავენ, როგორც აწყობთ. „მედუზას“ ცნობით, ნავალნის მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ, რადგან პუტინი გათვლას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აკეთებს.

 

 

რეპრესიული პოლიტიკის წყალობით, ასი ათასობით ადამიანი

„ტერორისტი“ და უამრავი ორგანიზაცია „ექსტრემისტული“ რუსეთში ერთ ღამეში გახდა. ამასობაში კი, ნამდვილ ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანს“ მოსკოვში დიდი პატივით ხვდებიან. „თალიბანსა“ და მოსკოვს შორის კავშირები დიდი ხანია, განხილვის საგნად იქცა. 2015 წელს პუტინის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი ღიად საუბრობდა “თალიბებთან” ურთიერთობის შესახებ და აცხადებდა, რომ კრემლისა და ტერორისტული დაჯგუფების ინტერესები „ობიექტურად ემთხვეოდა“ ერთმანეთს. მოსკოვის ურთიერთობა თალიბებთან კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის ჰიპოკრიტობას და ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესიული აქტორია, რომლის ინტერესები ტერორისტებისას მართლაც რომ ძალიან ემთხვევა.

 

გურამ მაჭარაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner