logo_geo
eng_logo
„ისლამურ სახელმწიფოს“ მანჯიბიდან ევაკუაციისთვის 48 საათი მისცეს
- +

22 ივლისი. 2016. 11:07



„შეერთებული შტატების დახმარებით მებრძოლმა სირიელმა მეომრებმა დღეს ისლამისტ ჯიჰადისტებს მანჯიბიდან ევაკუაციისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს", - ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა" ავრცელებს.


სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მანჯიბი თითქმის ერთი თვეა, ალყაშია მოქცეული.


ულტიმატუმის მიხედვით, დაჯგუფების მებრძოლებს უფლება ეძლევათ, ქალაქიდან წინააღმდეგობის გარეშე მხოლოდ მსუბუქი იარაღი გაიტანონ.


განცხადებას ამის შესახებ მანჯიბის სამხედრო საბჭო აკეთებს, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსის (SDF) დაქვემდებარებაში იმყოფება.


უფლებადამცველების ცნობით, სამშაბათს მანჯიბზე განხორციელებული საჰაერო რეიდების გამო 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner