logo_geo
eng_logo
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
- +

22 ივლისი. 2021. 16:52

 

 

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85-ხმით, ერთხმად მიიღეს.

 

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.

 

ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

 

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7.7 პროცენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმისტური სცენარი განვითარდა, ჩვენ სრულად მივმართავთ დამატებით რესურსებს დეფიციტის შესამცირებლად. იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება დეფიციტის კუთხით 6.5%-ზე ჩამოვიდეთ”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და ასევ, პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

 

პანდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში, 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის, რაც მთავრობის ინფორმაციით, სრულყოფილად ფარავს მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner