logo_geo
eng_logo
დღეს ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება
- +

22 ივლისი. 2016. 11:14



პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  „ბათუმი ცენტრალში" დღეს შვეიცარიული კომპანია „Stadler Bussnang AG"-ის ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.


ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს „საქართველოს რკინიგზამ" კომპანია „Stadler Bussnang AG"-გან შეიძინა. ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება.


პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.​



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner