„სახელმწიფო აუდიტი ევროპული ტიპის საკონსულტაციო-აუდიტორულ სამსახურად ჩამოყალიბდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
თანამომხსენებლს მთავარ რეფორმად მიაჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისტანცირება საბჭოთა ტიპის ე.წ. სარევიზიო ტიპის ბიუროკრატიული აპარატიდან, თუმცა ირაკლი კოვზანაძე თვლის, რომ ამ მიღწევას გამყარება სჭირდება, რათა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროგრესი განიცადა, „თუმცა არ უნდა დარჩეს განცდა, რომ პროგრესი შენელდა. ადგილზე გაჩერება უკან სვლას ნიშნავს. ასე რომ, გასაკეთებელი ბევრი გაქვთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.